ირაკლი კობახიძე - საინტერესო პროცესია მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, მსჯელობა აბსურდულ თემებზე წარიმართება - ოპონენტები მარტივი კაზუსის სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა გატანას ცდილობენ

პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების ერთ-ერთი ავტორის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმპიჩმენტის პროცესი საკმაოდ საინტერესო პროცესია.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესს დღესაც ბევრი ადამიანი მიადევნებს თვალს.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი პროცესი დარჩება სამართლებრივ ჩარჩოებში და აღნიშნა, რომ ოპონენტები ამ მარტივი კაზუსის სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა გატანას ცდილობენ.

„ზოგადად, საინტერესო პროცესია მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, აბსურდულ თემებზე წარიმართება მსჯელობა. იმედია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიადევნებს თვალს დღესაც იმ პროცესს, რომელიც წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში. მთლიანობაში, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს წარდგენილი კონკრეტული უმარტივესი არგუმენტები, რაზეც პასუხებს ვერ ვისმენთ. სამაგიეროდ, მიმდინარეობს მსჯელობა ისეთ საკითხებზე, რომელიც საერთოდ არ არის კავშირში ამ დავის საგანთან, მაგალითად, ქვეყნის შიგნით როცა ხვდება პრეზიდენტი ელჩს, ამაზე ვრცელდება თუ არა ... საერთოდ არ არის რელევანტური ამ საქმისთვის. ანუ გადააქვთ აქცენტი ისეთ საკითხებზე, რომლებიც საერთოდ არ ეხება იმპიჩმენტის დავის საგანს. არის უმარტივესი კაზუსი, პრეზიდენტს სჭირდებოდა თანხმობა, იცოდა რეალურად ეს ყველაფერი, დაადასტურა, რომ სჭირდებოდა თანხმობა, მიმართა, ვერ მიიღო, მაინც წავიდა, დაირღვა კონსტიტუცია. ამ დონეზე მარტივ კაზუსთან გვაქვს ჩვენ შეხება, თუმცა აქაც აბსურდზე მიდის საუბარი, რომელიც შემხებლობაში არ არის იმ საკითხთან, რაზეც ჩვენ ვდავობთ. იმედია, რომ მაქსიმალურად სამართლებრივ ჩარჩოებში იქნება მოქცეული დღევანდელი დისკუსია. გუშინ დავიწყე კითხვების დასმა - ეს არის პროცედურის შემდეგი ნაწილი და დავსვი ორი მარტივი კითხვა, იყო ეს ვიზიტი, მათი პოზიციით, სამუშაო ვიზიტი იყო თუ კერძო ვიზიტი. 10 წუთი დასჭირდათ ამაზე საპასუხოდ, როდესაც მარტივი პასუხია გასაცემი, ეს ხომ ოფიციალური კატეგორიებია, რომელიც, მათ შორის, პრეზიდენტის ბრძანებულებით არის განსაზღვრული. მერე ვთხოვე პრეზიდენტის კონკრეტული ციტატის დადასტურება, რომელიც ინგლისურ ენაზე გაჟღერდა მისი მხრიდან, ამისი ქართული თარგმანი მოვიტანეთ, შეგვიძლია ინგლისურიც მივიტანოთ, არის ამოღებული ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდიდან, ვთხოვეთ მარტივად ამის დადასტურება და ამას მოაყოლეს შემდეგ ხმაური და აჟიოტაჟი, შეეცადნენ, რომ სამართლებრივი ჩარჩოებიდან გაეყვანათ პროცესი, იმედია დღეს მაქსიმალურად სამართლებრივ ჩარჩოებში იქნება მოქცეული პროცესი“,- განაცხადა კობახიძემ.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით