საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძე დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციას ადგილზე ლიეტუვას რესპუბლიკის პოლიციის გენერალურმა კომისარმა რენატას პოზელამ უმასპინძლა.

„ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ლიეტუვას რესპუბლიკის პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ლიეტუვას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვიტალი დმიტრიევთან.

ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ ხაზი გაუსვა ლიეტუვას რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

დელეგაცია ასევე ეწვია ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს, სადაც მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ნერინგის მუნიციპალიტეტის მერს, დარიუს ჯასაიტისს.

ვიზიტის დასასრულს მხარეთა მიერ ხაზი გაესვა, რომ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა