გიორგი ვაშაძე - „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები არის „რუსული კანონი 2“

„ქართული ოცნება" საქართველოს მოქალაქეებს ეუბნება: „ბოლომდე უნდა ამოგქოლო, რათა პროტესტის უფლება არ გქონდეს“. მას ვურჩევ, კანონში ცალკე მუხლი შეიტანოს და ისეთი სიტყვები აკრძალოს, როგორიცაა ალყა, - ამის შესახებ "სტრატეგია-აღმშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, კანონპროექტის „იურიდიული განმარტება აბსურდია“.

„პირველი, ეს „რუსული კანონი 2“-ია. მეორე, ამის მიზანი ჩვენი აქციები კი არ არის, ამის მიზანია ჭიათურელი მაღაროელები, რათა გაფიცვა და აქციები არ მოაწყონ, ტყიბულელი მეშახტეები, რათა აქციები და გაფიცვა ვერ მოაწყონ, კახელი მევენახეები, ვერანაირი აქცია რომ ვერ მოაწყონ, გურიაში, სამეგრელოში თხილის მეურნეობაში ჩაბმული გლეხები. საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ბოლომდე უნდა ამოგქოლო, რათა პროტესტის უფლება არ გქონდეს. ეს ყველაფერი ბუმერანგივით დაუბრუნდებათ. ჩვენ, როდესაც აქციას ჩავატარებთ, ნამდვილად ვერ გაგვაჩერებენ. თვითონ იურიდიული არგუმენტაცია იმდენად აბსურდია, რომ „ქართულ ოცნებას“ ვურჩევ - ცალკე მუხლი შეიტანოს ამ კანონში და აკრძალოს ისეთი სიტყვები, როგორიცაა ალყა, მათი მოხსენიება აქციების დროს. აბა აკრძალოს. სეიშელებზე ვიღაც ოპოზიციონერი ლიდერი დაუკავებიათ მჩხიბაობისთვის, აკრძალონ. თან მათ მამა-მარჩენალს ქვების ძალიან სჯერა, ხომ გახსოვთ, ჩამოჰქონდა. შელოცვები აკრძალონ. რა ვიცი, სიგიჟეა",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, მან ბათუმში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით უნდა გაიმართოს. ვაშაძემ აღნიშნა, რომ ბათუმს, სადაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე მთავარი შეტევა ხდება, აქცია მოუხდება.

„ბათუმს აქცია ახლა ძალიან მოუხდება. მართლა დავფიქრდები ახლა, ხომ არ ჩავატაროთ მძლავრი აქცია ბათუმში, შაბათს, კვირას, თუ როცა იქნება. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ბათუმში ხდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე მთავარი შეტევა. საკონსტიტუციო სასამართლოს ვგულისხმობ, სადაც ეს ფარსი დაგვიდგა ივანიშვილ-კობახიძე-ღარიბაშვილის და ზურაბიშვილის დაჯგუფებამ. ამიტომ, ვნახოთ, ძალიან კარგი იდეაა, ბათუმში პროდასავლური შეკრება, თავყრილობა ჩატარდეს. ვინც არ უნდა იყოს, მათ ვურჩევ ერთ რამეს, ნუ გგონიათ, რომ სამყარო თქვენ გარშემო ტრიალებს, თორემ ეს ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიური შედეგით დაასრულებს თქვენთვის პოლიტიკურ კარიერას“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო