ხატია დეკანოიძე - მმართველი პარტიის თავმჯდომარის და წარმომადგენლების ბრალმდებლის სკამზე ჯდომა ეს არის ყველაზე უფრო უპერსპექტივო პოლიტიკოსების ფსკერზე დაშვება

მმართველი პარტიის წარმომადგენლების და თავმჯდომარის ბრალმდებლის სკამზე ჯდომა ცალკე შემთხვევაა, ეს არის ყველაზე უფრო უპერსპექტივო პოლიტიკოსების ფსკერზე დაშვება, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის წარმომადგენელთა არგუმენტაცია ძლიერია.

„მე რაც მოვისმინე და სხვათა შორის, საერთაშორისო პარტნიორების პოზიციაც ასეთია, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, რადგან საქართველოს ყველა მოქალაქემ, პრეზიდენტმა, ხელისუფლებამ, რომელიც არ ასრულებს თავის ვალდებულებას, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სტატუსი მივიღოთ. პრეზიდენტის წარმომადგენლების არგუმენტაცია იყო ნამდვილად ძლიერი, ხოლო რაც შეეხება მმართველი პარტიის წარმომადგენლების და მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბრალმდებლის სკამზე ჯდომა ცალკე შემთხვევაა და არის ყველაზე უფრო უპერსპექტივო პოლიტიკოსების ფსკერზე დაშვება. არც ერთ ქვეყანაში მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლები ბრალმდებლის სკამზე არ სხედან,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა