NASA-ს ჰაკათონი მათთვის, ვისაც კოსმოსი აინტერესებს - პროექტის მთავარი პარტნიორი „საქართველოს ბანკია“

მათთვის, ვისაც კოსმოსი, კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემები და ასტრონომია აინტერესებს, თბილისში NASA Space Apps Challenge-ი გაიმართება - აღნიშნული პროექტი სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ხორციელდება,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ჰაკათონში მონაწილეობა პროგრამირებით, დიზაინით, სთორითელინგით, ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებულ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ინიციატივის ფარგლებში, გუნდები 48 საათის განმავლობაში იმუშავებენ NASA-ს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე, რათა შექმნან იმ რეალური პრობლემების გადაჭრის გზები და გადაწყვეტები, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი პლანეტა და კოსმოსი დგას.

როგორც იფნორმაციაშია აღნიშნული, გამარჯვებულს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს, საუკეთესო კი საკუთარ პროექტს NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ კონკურსზე წარადგენს. ჰაკათონის მონაწილეებმა რეგისტრაცია უკვე გაიარეს. ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად 100-მა გუნდმა გამოთქვა სურვილი. ისინი ვირტუალურად დაესწრებიან ვორქშოპებს, თუმცა, უშუალოდ ღონისძიებაში მონაწილეობას ჟიურის მიერ შერჩეული 20-ზე მეტი გუნდი მიიღებს.

„საქართველოს ბანკი“, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალგაზრდებში მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებას და მათთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს ჩვენი მხარდაჭერით, NASA Space Apps Challenge-ი გაიმართება, რომელიც ერთ სივრცეში მოუყრის თავს ასტრონომიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. აღნიშნული ჰაკათონი მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს აერთიანებს, რაც საქართველოში მის განხორციელებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე გამოავლინონ საკუთარი თავი, აღმოაჩინონ ახალი უნარები, განვითარების ახალი შესაძლებლობები და არ გაჩერდნენ. „საქართველოს ბანკი“ კი აქტიურად განაგრძობს მათ მხარდაჭერას და ახალი, საინტერესო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი ანა ლომთაძე.

ინფორმაციისთვის, NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლემებისთვის, შეზღუდულ დროში (48 საათში), ინოვაციური გადაწყვეტის მოფიქრებას ეცდებიან.

„საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის პარალელურად, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ვორქშოპებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მონაცემთა მეცნიერების საფუძვლები - რუდოლფ ერემიანი, მონაცემთა მეცნიერი, Toptal; პროტოტიპირება - რუსო ჩაჩანიძე, Medialab-ის ხელმძღვანელი; ლუკა კაკაბაძე, აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელი, Medialab; Introduction to Large Language Models - გიორგი ჯვარიძე, MaxinAI-ის თანადამფუძნებელი და ინჟინერიის დირექტორი; მითები Software Engineering-ზე - მერაბ ტატო კუტალია, Google-ის ანდროიდ დეველოპერ ექსპერტი; ასტროფოტოგრაფია - სანდრო შუღლაძე, ასტროფოტოგრაფი; UI/UX დიზაინის საფუძვლები - ნიკ ოსიპოვი, დიზაინერი, სმარტ აკადემიის ლექტორი.

NASA-ს უშუალო მონაცემების გარდა, მონაწილეები ჰაკათონზე იყენებენ მონაცემებს ავსტრალიის, კანადის, ბრაზილიის, ევროპის, იაპონიის, არგენტინის, მექსიკის, ინდოეთის, ბაჰრეინის, პარაგვაისა და სამხრეთ აფრიკის კოსმოსური კვლევების ცენტრებიდან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს