„კანვას საქართველოს“ ხელმძღვანელის ადვოკატი - სუს-ი ეკითხება ლექტორს, ლექციის დროს რატომ საუბრობდა ფინეთ-რუსეთის ომზე, ან რატომ მოიყვანა მაგალითები ბერლინის აღების ოპერაციიდან, თუ ამას ლექცია არ ეხებოდა

სუს-ი ეკითხება ლექტორს, ლექციის დროს რატომ საუბრობდა ფინეთ-რუსეთის ომზე, ან რატომ მოიყვანა მაგალითები ბერლინის აღების ოპერაციიდან, თუკი ამას ლექცია არ ეხებოდა. მოკლედ, მსგავსი აბსურდი იყო, - ამის შესახებ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც „კანვას საქართველოს” ხელმძღვანელი გიორგი მელაძე სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

ადვოკატის თქმით, ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ ამ საქმეს არავითარი შედეგი არ მოჰყვება, “თუ სასამართლო არ გადაიქცა ძალიან დიქტატორულ რეჟიმად”.

“ეს საქმე არის სრული სისულელე. ახლა მაქვს ერთადერთი სურვილი და მქონდა, როცა დაკითხვაზე ვიმყოფებოდი, შესაძლებლობა მქონოდა გაგვესაჯაროებინა ის პროცესები, რაც მიმდინარებდა ამ დაკითხვის დროს. მაგალითად, სუს-ი ეკითხება ლექტორს, რომ ლექციის დროს რატომ საუბრობდა ფინეთ-რუსეთის ომზე, ან რატომ მოიყვანა მაგალითები ბერლინის აღების ოპერაციიდან, თუკი ამას ლექცია არ ეხებოდა. მოკლედ, მსგავსი აბსურდი იყო. ჩვენ ადგილზევე დავაფიქსირეთ პროტესტი, რომ სუს-ი აწყობს აბსოლუტურად ცრუ ბრიფინგებს და საუბრობს აბსურდულ ბრალდებებზე, როგორც წესი, სრულ სისულელეს, მათ შორის აქვეყნებენ ხოლმე ვიდეო-კადრებს, ხოლო სამართალწარმოების სხვა მონაწილეებს სამწუხაროდ, უფლებას გვიზღუდავენ, რომ ამაზე საჯაროდ ვილაპარაკოთ", - განაცხადა თუთბერიძემ.

მისი თქმით, დაკითხვის შინაარსზე საუბარი არ შეუძლია,მიუხედავად იმისა რომ გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერა არც თვითონ და არც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა, გიორგი მელაძემ.

„თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს მთლიანი პროცესი არის დამიზნებული არა კონკრეტული პირისადმი, კონკრეტული ლექტორისადმი, არამედ ზოგადად, სამართლბრივი სისტემის ცვლილებისადმი საქართველოში. დამიზნებულია საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ და ჩემი აზრით, ემსახურება ორ მიზანს: ყურადღების გადატანას სხვა თემიდან ამ სისულელეზე და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ურთიერთობების დაზიანებაზე. სხვა ახსნას ამ სისულელეში ვერ ვპოულობ“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და განიხილება „ევრომაიდნის“ სცენარი.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. სუს-ის ინფორმაციითვე, რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“.

„დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო