გია ვოლსკი - არანაირი შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის არ არსებობს, ეს არის გარკვეული ფორმალობა, ხანდახან საშუალებას მისცემენ ხოლმე ბჟანიას, რომ დაელაპარაკოს ვინმეს მაღალ დონეზე, მათ შორის პრეზიდენტს

რუსეთის ინტერესია, ძალები მოიკრიბოს, რათა კავკასიის რეგიონი არ დათმოს, რაც სააკაშვილმა ჩააბარა 20 პროცენტის ოდენობით - დათმობას არ დაუშვებს, ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი პატარა ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას, რომ რუსეთთან „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს და „ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა იქნება“.

მისივე თქმით, „რუსეთი აგრესორი და საოკუპაციო ძალაა, მსოფლიო დაპირისპირების ერთ- ერთი მხარეა, აქედან გამომდინარე იმსჯელეთ და შეაფასეთ, ვინ დაგვაწია თავზე ეს უბედურება“.

„არანაირი შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის არ არსებობს, ეს არის გარკვეული ფორმალობა, ხანდახან საშუალებას მისცემენ ხოლმე ბჟანიას, რომ დაელაპარაკოს ვინმეს მაღალ დონეზე, მათ შორის პრეზიდენტს. ეს არის რუსეთის ინტერესი, რომ ძალები მოიკრიბოს, რათა კავკასიის რეგიონი არ დათმოს, რომელიც სააკაშვილმა ჩააბარა 20 პროცენტის ოდენობით. ეს მისთვის მიზანი იყო და მიზნად რჩება. სამხედრო ძალების მობილიზაციის საშუალება ამ სივრცეში მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი შეცდომები ჩაიდინა სააკაშვილის ხელისუფლებამ. როცა გადაცემული სტრატეგიული ობიექტების რესურსებს ფლობს, ის იმის დათმობასაც არ დაუშვებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ საფრთხის შემცველ სიტუაციაში, მათ შორის, რუსეთიდან მომავალი საფრთხის წინ მყოფნი, ვალდებულები ვართ ჩვენი პატარა ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა
დროის მენეჯმენტი