პროფესიული უნარების სააგენტოსა და გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

პროფესიული უნარების სააგენტოსა და გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის DVV International თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა ზრდასრულთა განათლების ცენტრების წარმომადგენლებთან.

ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის დროს ზრდასრულთა განათლების სისტემა მიმოიხილეს, რომლის მიზანს ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლება და კომპეტენციების განვითარება წარმოადგენს.

„კერძოდ, სააგენტოს წარმომადგენლებმა აუდიტორიას მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. ასევე, არსებული რეგულაციები, სტანდარტები და დაფინანსების მექანიზმები განიხილეს.

2023 წელს, პროფესიული უნარების სააგენტოს კოორდინაციით, ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარების პროცესი გაგრძელდა, რაც მრავალფეროვანი პროგრამების დანერგვას, დაფინანსების უზრუნველყოფას და სერვისების პოპულარიზაციას გულისხმობს. განსაკუთრებულ აღნიშვნას ამ პროცესში DVV International-ის წვლილი და მხარდაჭერა იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ პროფესიული უნარების სააგენტო ნებისმიერ დაინტერესებულ იურიდიულ პირს სთავაზობს საკონსულტაციო სერვისს, ფორმალური განათლების სივრცეში, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით