სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ბუნებრივი გაზის რეგულირების შესახებ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი თემაზე - „ბუნებრივი გაზის სექტორის რეგულირების საფუძვლები“ ახალ სასწავლო კურსს იწყებს.

ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასწავლო კურსი როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვისაა განკუთვნილი, რომელთა საქმიანობა ბუნებრივი გაზის, ენერგეტიკული პოლიტიკის, ბუნებრივი გაზის მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლასა და რეგულირების პრინციპებს უკავშირდება.

„კურსის ფარგლებში, ტრენინგებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები და სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორები ჩაატარებენ.

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 20 ოქტომბერი, 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე: www.entc.ge“, - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო