„გამარჯვების კოალიცია“ მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით პედაგოგებს შეხვდა

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

პარტიის ცნობით, შეხვედრის მთავარ საკითხებს განათლების სისტემაში არსებული პრობლემები და პედაგოგების სოციალური მდგომარეობა წარმოადგენდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის თქმით, თუკი ქვეყანას სურს, ძლიერი და განათლებული მომავალი თაობა ჰყავდეს, მასწავლებლების შესაბამის დონეზე დაფასებაა საჭირო.

შეხვედრის ბოლოს გიორგი ვაშაძემ მასწავლებლებს დამსახურებული ღვაწლისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ გვყავდეს მომავალი თაობა, რომელიც ცოდნაზე იქნება ორიენტირებული, განათლებული, თვითრეალიზებული, მასწავლებელი უნდა იყოს ქვეყანაში დაფასებული და სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ მასწავლებლებთან. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მასწავლებელი იყოს დაფასებული, რომ კარგი ცოდნა მისცეს ახალგაზრდა თაობას, რომ ქვეყანამ შექმნას ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა - ეს არის გასაღები საქართველოს განვითარების“, - განაცხადა ვაშაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება