პრემიერი - გრანადაში ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს - საჭიროა, ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან შემდგომი ნაბიჯი გადაიდგას და ქვეყანამ დამსახურებული სტატუსი მიიღოს

გრანადაში ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს - საჭიროა, ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან შემდგომი ნაბიჯი გადაიდგას და ქვეყანამ დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტი გაიმართება.

მისივე თქმით, განხილვის მთავარი თემა ასევე, გეოპოლიტიკური ვითარება და რეგიონში არსებული გამოწვევები იქნება.

„მე მონაწილეობას მივიღებ მრგვალი მაგიდის ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ აღიარება მივიღეთ, როგორც ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანამ და ახლა უკვე საჭიროა, რომ გადაიდგას შემდგომი ნაბიჯი ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან და ქვეყანამ დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიღოს. მთავარი განხილვის თემა ასევე, გეოპოლიტიკური ვითარება, რეგიონში მიმდინარე ურთულესი ვითარება, უკრაინაში ომი და აქედან გამომდინარე ჩვენთვის გამოწვევები იქნება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა საკმაოდ ნაყოფიერი იქნება,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა