ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სან-სებასტიანში გასტრონომიული ტურიზმის ფორუმში მონაწილეობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე ესპანეთში, სან-სებასტიანში გასტრონომიული ტურიზმის ფორუმში მონაწილეობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რიგით მე-8 ფორუმი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინიციატივით იმართება. ფორუმის მხარდამჭერია ბასკეთის კულინარიული სკოლა.

„ესპანეთი, ბასკეთი, კერძოდ სან-სებასტიანი, მსოფლიოში ცნობილია, როგორც გასტრონომიის მექა ტურიზმის მიმართულებით. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ამ ფორუმზე სოფლის მეურნეობას, გასტრონომიასა და ტურიზმს შორის კავშირი განიხილება. საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, მსოფლიოში ადგილი დაიმკვიდროს, როგორც გასტრონომიული, ტურისტული პროდუქტების ერთ-ერთმა მოწინავე ქვეყანამ. ამ მიზნით, ჩვენ ესპანეთში, ბასკეთში მათ კულტურას ვეცნობით, თუ როგორ ჩამოყალიბდა ეს ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე სასურველ მიმართულებად“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ.

სამი დღის განმავლობაში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით პანელური სესიები და პრეზენტაციები მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში, გასტროტურიზმის ობიექტებზე ტექნიკური ვიზიტები იმართება. ფორუმის ფარგლებში, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს შორის ურთიერთკავშირი, გასტრონომიული მარშრუტები და სხვა საკითხები განიხილება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირს ხვდებიან, გამოცდილების გაზიარების მიზნით. ფორუმის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ ტურისტულ პროდუქტებს, კულინარიულ და ღვინის ტურისტული მიმართულებას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა