ირაკლი ღარიბაშვილი - მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირში საღი აზრი, რაციონალურობა, წინდახედულობა და სტრატეგიული აზროვნება გაიმარჯვებს და ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველოს უსამართლოდ მოექცნენ

მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირში საღი აზრი, რაციონალურობა, წინდახედულობა და სტრატეგიული აზროვნება გაიმარჯვებს და ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველოს უსამართლოდ მოექცნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ევროპელ კოლეგებთან საუბრისას მას ძლიერი არგუმენტები აქვს, რომლის გაზიარებაც მოუწევთ.

„მე რაც უფრო ვესაუბრები ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მათ ვუხსნი და მაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები, რომლის გაზიარებაც ჩვენს ევროპელ კოლეგებს უწევთ და მე ვფიქრობ, მოუწევთ. მე მჯერა, რომ ევროკავშირში გაიმარჯვებს საღი აზრი, გონივრულობა და წინდახედულობა და მე ვფიქრობ, ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველო, ასე ვთქვათ, დაჩაგრეს, უსამართლოდ მოექცნენ და ამით რეალურად საქმე გაუკეთეს არა ჩვენს ქვეყანას, ან ევროპას, არამედ სხვას, რომელიც დაინტერესებულია უფრო მეტი განსხვავებულობის დემონსტრირებით. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ევროპელ კოლეგებს ჩვენ ყველაფერი ავუხსენით, მათ გაიზიარეს ეს არგუმენტები. ჩემი მთავარი არგუმენტი არის ის, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის თაობაზე, რომ ქვეყანამ მიაღწია ძალიან ხელშესახებ შედეგს, ყველა მიმართულებით, ჩვენ წინ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცოგოვინას, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი შარშან მიიღეს და ჩვენ არ მივიღეთ სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, ჩვენ უსამართლობას და ასეთ მჩაგვრელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას არ შევეგუებით, ამაზე ჩვენ გვექნება და გვაქვს ძალიან პრინციპული საუბარი ყველა ჩვენს ევროპელ კოლეგასთან და მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს რაციონალურობა, წინდახედულობა და სტრატეგიული აზროვნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის