საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა მხოლოდ სერთიფიკატის მიღებას არ უნდა ნიშნავდეს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში ამერიკის აკრედიტაციის კომისიაზე (AACI) გააკეთა არჩევანი. ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა მხოლოდ სერტიფიკატის მიღებას არ უნდა ნიშნავდეს.

„სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელის, არჩილ მორჩილაძის განცხადებით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში ამერიკის აკრედიტაციის კომისიაზე (AACI) არჩევანი ამ სფეროში მოქმედი ორგანიზაციების შედარებითი ანალიზის შედეგად შეაჩერა.

არჩილ მორჩილაძის განცხადებით, ამერიკის აკრედიტაციის კომისიის სტანდარტები ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერაა აკრედიტებული და ამასთანავე, აკრედიტაციის ღირებულება დღეს ამ მიმართულებით მომუშავე ყველა ორგანიზაციაზე უფრო ოპტიმალურია და ეს მიმდინარე პროცესმაც დაადასტურა.

ჩვენი მომსახურება სამწლიანია და კლინიკაში ოთხ ვიზიტს მოიცავს. ესენია წინასწარი აუდიტი, ძირითადი შეფასება და ორი პერიოდული შეფასება. მაშინ, როდესაც ზოგიერთი ორგანიზაცია კლინიკაში ვიზიტს მხოლოდ ერთხელ ახორციელებს და სამწლიან აკრედიტაციას გასცემს, ზოგიერთი კი, მხოლოდ ე.წ. თვითშეფასების დოკუმენტს ეყრდნობა. დღეს არსებული სტანდარტით, ყოველწლიური შეფასების გარეშე, აკრედიტაციის პროცესი ფორმალურ პროცედურად გადაიქცევა.

აკრედიტაციის მიზანი მხოლოდ სერტიფიკატის მიღება არ უნდა იყოს. საჭიროა სერიოზული სამუშაოს შესრულება, რასაც ჩვენ კლინიკებთან ერთად ჩავატარებთ და რამაც კლინიკაში ადამიანური შეცდომების შედეგად, პაციენტის დაზიანების რისკები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კლინიკებისგან ე.წ. SOPs-ებს არ ვითხოვთ, დღეს ბევრი სვამს ამ კითხვას. ჩვენთვის მთავარია, გაწერილი იყოს და რაც მთავარია კლინიკებმა ყველა ის ძირითადი პროცედურა შეასრულონ, რასაც პაციენტის უსაფრთხოებაზე აქვს გავლენა.

გაერთიანების ინფორმაცია კლინიკების მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა ფორმალურ პროცესად არ უნდა გადაიქცეს და აკრედიტებულ კლინიკებს აკრედიტაციის დასრულების შემდეგ დანერგილი უნდა ჰქონდეთ ისეთი სტანდარტები, რომელსაც ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს აკრედიტაცია გააჩნია.

ამერიკის აკრედიტაციის კომისია ყველა მის კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებას მიაწვდის AACI-ის ქართულ ენაზე თარგმნილ სტანდარტებს, რასაც 3-მოდულისგან შემდგარი ონლაინ სწავლება და წინასწარი აუდიტი მოჰყვება. წინასწარი აუდიტის დროს დაწესებულება სამი მიმართულებით შეფასდება: კლინიკური, ზოგადი და ფიზიკური გარემოს მიმართულებით. აფასებს კლინიკას და ადგენს გეგმას, როგორ უნდა გააუმჯობესოს კლინიკამ არსებული ვითარება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა