ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ შიდა და გარე მტრებს მოვუგებთ და ხალხი და ქვეყანა გაიმარჯვებს

მიუხედავად ძალიან ბევრი შიდა თუ გარე მტრისა, რომელიც ეხმარება და პირდაპირ საბოტაჟის რეჟიმში იმყოფება, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ ამ შიდა და გარე მტრებს მოვუგებთ და ხალხი და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

ამასთან, პრემირმა აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამეგობრებისთვის.

„მე სრულად ვიზიარებ თქვენ შეფასებას. ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის და ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანას არამხოლოდ, როგორც ერთ აღებულ ქვეყანას აქვს მნიშვნელობა, არამედ, როგორც რეგიონში მოთამაშე, ძალიან მნიშვნელოვან აქტორს და ფაქტორს, ასევე, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან რეგიონში, ეს იქნება აზერბაიჯანი, სომხეთი თურქეთი. ზოგადად „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა იმიტომ, რომ ეს პროექტი ვერ შედგება, თუ საქართველო არ იქნება ძლიერი და სტაბილური და არ იქნება ჩვენთან მშვიდობა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ყველა ფაქტორს, გარემოებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი შიდა მტრისა თუ გარე მტრისა, რომელიც ეხმარება და პირდაპირ საბოტაჟის რეჟიმში იმყოფება, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მე მინდა გამოვთქვა ჩემი იმედი, რომ ჩვენ ამ შიდა და გარე მტრებს მოვუგებთ, ხალხი გაიმარჯვებს და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის