პრემიერი - უსამართლო, მჩაგვრელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას არავისას შევეგუებით - გვექნება და გვაქვს პრინციპული საუბარი ევროპელ კოლეგებთან

მჯერა, რომ ევროკავშირში გაიმარჯვებს საღი აზრი. გაიმარჯვებს გონივრულობა და წინდახედულობა. ვფიქრობ, რომ ევროპა არ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველო დაჩაგრეს, მოექცნენ უსამართლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

მისივე თქმით, ქვეყანამ მიაღწია ხელშესახებ შედეგს ყველა მიმართულებით.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც სჭირდება ქვეყანასა და ჩვენს ხალხს. უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, ქვეყნის განვითარება, გაძლიერება. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, რაც არის უმნიშვნელოვანესი და რაც მთავარია, უსაფრთხოების საკითხები. ქვეყანამ უნდა მოახერხოს მშვიდობიანად დეოკუპაცია და ქვეყნის განვითარება, ეს არის მთავარი მიზანი. მე რაც უფრო ვესაუბრები ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მათ ვუხსნი და მაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები, რომლის გაზიარება ჩვენს ევროპელ კოლეგებს უწევთ და მოუწევთ. მჯერა, რომ ევროკავშირში გაიმარჯვებს საღი აზრი. გაიმარჯვებს გონივრულობა და წინდახედულობა. ვფიქრობ, რომ ევროპა არ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველო დაჩაგრეს, მოექცნენ უსამართლოდ და რეალურად საქმე გაუკეთეს არა ჩვენს ქვეყანას ან ევროპას, არამედ სხვას, რომელიც დაინტერესებულია უფრო მეტი განსხვავებულობის დემონსტრირებით. ვფიქრობ, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ყველაფერი ავუხსენით. მათ ეს არგუმენტები გაიზიარეს. ქვეყანამ მიაღწია ხელშესახებ შედეგს ყველა მიმართულებით. ჩვენ წინ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ბოსნია ჰერცეგოვინას, რომლებმაც მიიღეს სტატუსი და ჩვენ არ მივიღეთ. ჩვენ უსამართლო, მჩაგვრელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას არავისას არ შევეგუებით, გვექნება და გვაქვს პრინციპული საუბარი ევროპელ კოლეგებთან. ვფიქრობ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს რაციონალურობა, წინდახედულობა და სტრატეგიული აზროვნება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას