დავით უსუფაშვილი - ახლა პარლამენტში, ტრიბუნასთან დგას მიქანაძე, რომელიც ასევე ადეიშვილის მოადგილე იყო, ირაკლი კობახიძისთვის მიქანაძე მისაღებია, კოპალეიშვილი - არა - ჩვენი დროის ციციკორეს როლშია

ახლა პარლამენტში, ტრიბუნასთან დგას მიქანაძე, რომელიც ასევე ადეიშვილის მოადგილე იყო, კობახიძისთვის მიქანაძე მისაღებია, კოპალეიშვილი - არა - ჩვენი დროის ციციკორეს როლშია, - ასე ეხმიანება „ლელოს“ დეპუტატი დავით უსუფაშვილი ირაკლი კობახიძის რეპლიკას მაია კოპალეიშვილის მიმართ, რომელსაც კობახიძემ წინა ხელისუფლების დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობა შეახსენა.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ თუკი კობახიძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით რაიმე არგუმენტები აქვს, კოპალეიშვილს არგუმენტები უნდა დაუპირისპიროს.

„ახლა პარლამენტში ტრიბუნასთან დგას გივი მიქანაძე, რომელიც ასევე მოადგილე იყო ადეიშვილის და იუსტიციის მინისტრების, სააკაშვილის დროს. კობახიძისთვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიქანაძე მისაღებია და კოპალეიშვილი, რომელიც სააკაშვილის დროს დაინიშნა სადღაც, ეს მიუღებელია, ესაა კრიტერიუმი და სტანდარტი?! თუ ის, რომ კოპალეიშვილის არგუმენტებს შეეწინააღმდეგოს, თუ აქვს არგუმენტები თავად. მაგრამ ის დღეს ჩვენი დროის ციციკორეს როლშია შესული, რომ ყველას და ყველაფერს განსჯის, ისიც თქვა ჩუგოშვილს რატომ უსმენთ პოლიტიკურად მიკერძოებულიაო და კობახიძე პოლიტიკურად მიუკერძოებელია?! "- განაცხადა უსუფაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო