კახა კალაძე - გგონიათ, რომ აშშ-სთვის უბრალო ქვეყანა ვართ? ჩვენ მათი სტრატეგიული პარტნიორი ვართ და უნდა მოგვაწოდონ მტკიცებულებები ფარცხალაძის საქმეზე

შეიძლება ვიღაც გამოვიდეს და თქვას, რომ მე მაქვს რაღაც კავშირები, მაგრამ ამას დასაბუთება ხომ სჭირდება? - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხზე და აღნიშნა, რომ აშშ-მა ქართულ მხარეს უნდა მიაწოდოს მეტი ინფორმაცია.

მისი თქმით, შეიძლება ეს არ იყოს საჯარო, მაგრამ შესაბამის უწყებებს განმარტებები უნდა წარუდგინონ.

„თქვენ გგონიათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უბრალო ქვეყანა ვართ? ჩვენ მათი სტრატეგიული პარტნიორი ვართ და უნდა მოგვაწოდონ მტკიცებულებები. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენს სახელმწიფოს, მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია სანქცირებულ პიროვნებაზე. განმარტებები უნდა გაკეთდეს და უფრო მეტი დასაბუთება იყოს, თუ რა გახდა დასანქცირების მიზეზი. ასე მოხდა მოსამართლეების დასანქცირების შემთხვევაშიც.

შეიძლება მსგავსი ინფორმაცია საჯაროდ არ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ შესაბამის სამსახურებს უნდა მიაწოდონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ამას ვიმსახურებთ. შეიძლება ვიღაც გამოვიდეს და თქვას, რომ მე მაქვს რაღაც კავშირები, მაგრამ ამას არგუმენტი და დასაბუთება ხომ სჭირდება?“- განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის