სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან სიმბოლურად კარვებჩამოცმულები მივიდნენ

სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან პერფორმანსი დადგეს. კერძოდ, ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან სიმბოლურად კარვებჩამოცმულები მივიდნენ.

სამოქალაქო აქტივისტები პლენარული სხდომის პარალელურად პარლამენტის მიმდებარედ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ.

ამასთან, აქციაზე ისმის ჩანაწერი: „მოქალაქეებო გთხოვთ გამოხვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში იცხოვრებთ რუსეთში!“

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა