ვახტანგ მეგრელიშვილი - კარავი რა შუაშია, ბომბი ჯიბეში რომ ჩავიდო, საშიში არ ვიქნები? ამას ყურადღებას არ მიაქცევთ იმის გამო, რომ ტრანსპორტი ნორმალურად მოძრაობს?

სინამდვილეში თუ იცით, რომ იქ შეიძლება ბომბი იყოს, კარავი რა შუაშია. ბომბი ჯიბეში რომ ჩავიდო, საშიში არ ვიქნები? - ამას ყურადღებას არ მიაქცევთ იმის გამო, რომ ტრანსპორტი ნორმალურად მოძრაობს? - ასე მიმართა „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი მიქანაძეს, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „როგორ შეიძლება, ქართველი ხალხი იმას ვერ მიხვდეს, რომ ადამიანის ქმედებას, რომელიც საფრთხის შემცველია, კონსტრუქციასთან არანაირი კავშირი არ აქვს“.

„ამ დროებით კონსტრუქციაში, ანუ კარავში, მარტივად რომ ვთქვათ, ბომბი რომ იყოს, ბომბი ხომ უკვე საფრთხეა. სინამდვილეში თუ იცით, რომ იქ შეიძლება ბომბი იყოს, კარავი რა შუაშია. ბომბი ჯიბეში რომ ჩავიდო, საშიში არ ვიქნები? ჯიბეში რომ მედოს ბომბი, ამას ყურადღებას არ მიაქცევთ იმის გამო, რომ ტრანსპორტი ნორმალურად მოძრაობს? არ ვიცი, შეიძლება თქვენ ვერ ხვდებით ან არ გინდათ რომ მიხვდეთ მაგრამ, თუ ვინმე გვისმენს, მაგის ამბავი, რომ კონსტრუქციაა საშიში და არა ადამიანის ქმედება, რომელიც საფრთხის შემცველია, ამას კონსტრუქციასთან არანაირი კავშირი რომ არ აქვს, როგორ შეიძლება რომ ქართველი ხალხი ამას ვერ მიხვდეს?“- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

აღნიშნულის საპასუხოდ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განმარტა, რომ კარავში ბომბის მსგავსი ნივთის ისე შეტანაა შესაძლებელი, რომ საზოგადოებისთვის ხილული არ იყოს, შესაბამისად შესაძლოა, საფრთხე შექმნას.

„რა თქმა უნდა, ბომბი შეიძლება ჯიბეშიც ჩაიდო. არის ბომბის ისეთი სახეობაც, რომელიც ჯიბეში არ ჩაგეტევა, ამაზეც ვთანხმდებით. კარავი ის მოწყობილობაა, სადაც შეიძლება ნებისმიერი მსგავსი ნივთი ისე შეიტანო, რომ ეს საზოგადოებისთვის ხილული არ იყოს და საფრთხე შექმნას. ზუსტად ამაზეა საუბარი. ამ კანონის მიზანი ის არის, რომ რეალური საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დემონტაჟთან დაკავშირებით იმოქმედოს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო