ქალების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად BTU-მ „საქართველოს ქალის“ განახლებული, საიუბილეო ნომერი გამოსცა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ჟურნალ „საქართველოს ქალის“ საიუბილეო გამოცემა მოამზადა. ჟურნალი ეძღვნება ქალებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში, რობოტიქსისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში, მეწარმეებს, ინოვატორებს, სტარტაპებისა და მცირე თუ საშუალო ბიზნესის დამფუძნებლებს, ქალებს სამხედრო სამსახურსა და იმ ინდუსტრიებში, რომლებშიც გენდერული უთანასწორობისა და ბარიერების მიუხედავად, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

„საქართველოს ქალი“ ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და მხატვრულ-ლიტერატურული გამოცემა იყო, რომლის პირველი ნომერიც 1923 წლის სექტემბერში დაიბეჭდა. 24-გვერდიან, ყოველთვიურ ჟურნალს მთელი ქვეყნის მასშტაბით უდიდესი აუდიტორია ჰყავდა და დღემდე მისი ცნობადობა ძალიან მაღალია.

ჟურნალის საიუბილეო ნომერი კი მკითხველს არა მარტო საინტერესო და მრავალფეროვან, არამედ ინოვაციურ კონტენტსაც წარუდგენს. ჟურნალში გამოყენებულია „საქართველოს ქალის“ მასალები 70-80-იანი წლებიდან, მუსიკის ნოტები, თარგები და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სტატია. ის თემატურად მრავალფეროვანია. ჟურნალში შეხვდებით ქალებს, რომლებიც საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში საქმიანობენ, რომლებმაც ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დააფუძნეს, ილუსტრატორებსა და ციფრულ არტისტებს, ელექტრონული მუსიკის, ფოტოგრაფიის, სამხედრო სფეროსა და სხვა სექტორების წარმომადგენლებს. ჟურნალში წაიკითხავთ მათი საქმიანობისა და წარმატების ისტორიებს, ამბებს, რომლებიც მკითხველს გენდერული სტერეოტიპების აბსურდულობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნებს და აჩვენებს რეალობას, რომელიც ამ სტერეოტიპების მიღმა დგას.

BTU დაარსების დღიდან ზრუნავს ქალთა ტექნოლოგიების მიმართულებით გაძლიერებაზე და გამოცემის აღდგენაც სწორედ ამის ნაწილია. უნივერსიტეტს უკვე დიდი გამოცდილება აქვს ქალთა გაძლიერებისთვის განხორციელებულ პროექტებში. მათ შორის აღსანიშნავია პროექტი „500 ქალი ტექში“ რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა და მიმდინარე პროექტი „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“, რომელიც USAID თან პარტნიორობით ხორციელდება, სხვა უკვე დასრულებული პროექტები თუ გადამზადების პროგრამები.

(R)

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა