ჟურნალ „საქართველოს ქალის“ განახლებული, საიუბილეო ნომერი BTU-მ 100 წლის შემდეგ გამოსცა

ქალები ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში, რობოტიქსისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში, მეწარმეები, ინოვატორები, სტარტაპებისა და მცირე თუ საშუალო ბიზნესის დამფუძნებლები, ქალები სამხედრო სამსახურსა და იმ ინდუსტრიებში, რომლებშიც გენდერული უთანასწორობისა და ბარიერების მიუხედავად, მათ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს — ეს ის ქალები არიან, რომელეაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა „საქართველოს ქალის“ საიუბილეო ნომერი მიუძღვნა. გამოცემა ჟურნალის 100 წლის იუბილეზე მომზადდა.

„საქართველოს ქალის“ განახლებული საიუბილეო ნომერი თემატურად მრავალფეროვანია. მასში შეხვდებით ქალებს, რომლებიც საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში საქმიანობენ, რომლებმაც ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დააფუძნეს, ილუსტრატორებსა და ციფრულ არტისტებს, ელექტრონული მუსიკის, ფოტოგრაფიის, სამხედრო სფეროსა და სხვა სექტორების წარმომადგენლებს. ჟურნალში წაიკითხავთ მათი საქმიანობისა და წარმატების ისტორიებს, ამბებს, რომლებიც მკითხველს გენდერული სტერეოტიპების აბსურდულობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნებს და აჩვენებს რეალობას, რომელიც ამ სტერეოტიპების მიღმა დგას.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ქალთა მხარდაჭერის მიმართულებით. ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ სოციალური, არამედ დიდი ეკონომიკური გამოწვევაა. ამ გამოწვევის დაძლევას ემსახურება ჩვენი ჟურნალიც. მისი იდეა აგებულია სტერეოტიპების გარშემო. გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით სტერეოტიპები საკმაოდ მრავლად არის და მათ აქტიურად ვხვდებით ტექნოლოგიების სფეროში. მაგალითად, ტექნოლოგიების მიმართულებით სტუდენტების მხოლოდ 15% არიან გოგოები. ჟურნალში კი ვყვებით ისტორიებს გოგოების შესახებ, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს სხვადასხვა სფეროში. მას აქტიურად გავავრცელებთ ორგანიზაციებში, რომლებთანაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით ვთანამშრომლობთ,“ - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ.

აღსანიშნავია, რომ საიუბილეო ნომერი მკითხველს არა მარტო საინტერესო და მრავალფეროვან, არამედ ინოვაციურ კონტენტსაც წარუდგენს. ჟურნალში გამოყენებულია „საქართველოს ქალის“ მასალები 70-80-იანი წლებიდან, მუსიკის ნოტები, თარგები და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სტატია.

BTU დაარსების დღიდან ზრუნავს ქალთა ტექნოლოგიების მიმართულებით გაძლიერებაზე და გამოცემის აღდგენაც სწორედ ამის ნაწილია. უნივერსიტეტს უკვე დიდი გამოცდილება აქვს ქალთა გაძლიერებისთვის განხორციელებულ პროექტებში. მათ შორის აღსანიშნავია პროექტი „500 ქალი ტექში“ რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა და მიმდინარე პროექტი „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“, რომელიც USAID თან პარტნიორობით ხორციელდება, სხვა უკვე დასრულებული პროექტები თუ გადამზადების პროგრამები.

„საქართველოს ქალი“ ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და მხატვრულ-ლიტერატურული გამოცემა იყო, რომლის პირველი ნომერიც 1923 წლის სექტემბერში დაიბეჭდა. 24-გვერდიან, ყოველთვიურ ჟურნალს მთელი ქვეყნის მასშტაბით უდიდესი აუდიტორია ჰყავდა და დღემდე მისი ცნობადობა ძალიან მაღალია.

(R)

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის