თინა ბოკუჩავა - ვისურვებდი, ოპოზიციურად პოზიციონირებადი პარტიები არ ირჩევდნენ პოლიტიკურ სტრატეგიას, რომ მუდმივად თავს ესხმოდნენ მთავარ ოპოზიციურ პარტიას

ვისურვებდი, ოპოზიციურად პოზიციონირებადი პარტიები არ ირჩევდნენ პოლიტიკურ სტრატეგიას, რომ მუდმივად თავს ესხმოდნენ მთავარ ოპოზიციურ პარტიას, - ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტია „საქართველოსთვის“ ბრალდებებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართულ ოცნება“ იმპიჩმენტის საკითხზე ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმპიჩმენტის დროს დარბაზიდან გამოვა და სხვებიც რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ, სპეკულაციას ადგილი აღარ ექნებოდა.

„ამისკენ მოვუწოდებდით სხვებსაც, რომ მერე არავის სჭირდებოდეს ალიბი, ვინ როგორ გააკონტროლა საკუთარი ფრაქციის წევრები თუ საკუთარი თავი. ეს სპეკულაციები რომ არ არსებობდეს, პოლიტიკური, მორალური, პროცესუალური სიცხადისთვის, ჩვენ გამოვდივართ დარბაზიდან და ეს სპეკულაცია საერთოდ არ იარსებებდა და ივანიშვილის ამ ცირკში საერთოდ არ შევიდოდით, ყველა რომ იღებდეს გადაწყვეტილებას დარბაზის დატოვებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ის ასევე გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 7 ოქტომბერს, როცა მან შეკრება დააანონსა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის გამართვა დაგეგმა.

ბოკუჩავას თქმით, ლოჯისტიკურ საკითხებში ჩახედული არ არის, თუმცა, ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, რომ ერთ დღეს რამდენიმე ღონისძიება იმართებოდეს. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, მიიღებს თუ არა მელია პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილებას, ბოკუჩავა აცხადებს, რომ თუ მელიას სურვილია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასპარეზობა, ამას მიესალმებიან, თუმცა, ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს თითოეული ინდივიდის დისკრეციული უფლებაა.

„ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია ამას მივცე, არის ის, რომ დროა, ნამდვილად ურთიერთდაპირისპირების დასრულების. ასე ვუყურებთ საკითხს, არა მხოლოდ შიდაპარტიულად, არამედ ფართო ოპოზიციურ სპექტრშიც. ჩემი გადმოსახედიდან არავითარი დაპირისპირება არ არსებობს, ყველას აქვს თავისი პოლიტიკური გზა. თუ ნიკა მელიას ან ნებისმიერი სხვა ადამიანის არჩევანია იასპარეზოს პოლიტიკაში მთავარი ოპოზიციური პარტიის პლატფორმიდან, ამას მხოლოდ მივესალმებით, ვთვლით, რომ გამსხვილება არის მნიშვნელოვანი წინასაარჩევნოდ, ამიტომ შევქმენით მათ შორის „გამარჯვების პლატფორმა“, რომლის კარიც არის ღია, მაგრამ, ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს თითოეული ინდივიდის დისკრეციული უფლებაა, რომელშიც მე ვერ ჩავერევი,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო