გივი მიქანაძე ოპოზიციას - წამოგცდათ, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე გქონდათ თქვენს პრეზიდენტთან კომუნიკაცია და იცით, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს - კი ბატონო, არც ეგაა პრობლემა, ამ ვეტოსაც დავძლევთ

წამოგცდათ, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ გქონდათ უკვე თქვენს პრეზიდენტთან კომუნიკაცია და იცით, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ოპოზიციის ბანაკში გადაინაცვლა და აღნიშნა, რომ უმრავლესობას პრეზიდენტის მიერ დადებული არც ამ ვეტოს დაძლევა გაუჭირდება.

„რა საჭიროა ახლა ამ კანონპროექტის მიღებაო რომ მეკითხებით - ძალიან კარგად იცით ის გარემოება, რომ ოქტომბერ- დეკემბერზეა დესტაბილიზაციაზე საუბარი. თქვენ ამით ხაზს უსვამთ, როგორ არ გადარდებთ საზოგადოების უსაფრთხოება და ინტერესები. რაც შეეხება ვეტოს, წამოგცდათ, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ გქონდათ უკვე თქვენს პრეზიდენტთან, კომუნიკაცია - თქვენს პრეზიდენტთან, იმიტომ, რომ თქვენს გუნდშია გადმობარგებული ცალსახად. თქვენ იცით, რომ ვეტოს დაადებს. წამოგცდათ ეს და მერე შეეცადეთ, რომ რაღაცნაირად გაგეფორმებინათ. კი ბატონო, არც ეგაა პრობლემა, წინასწარვე გეტყვით, რომ ამ ვეტოსაც დავძლევთ“,- განაცხადა მიქანაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო