სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი, ეფექტიანი თანამშრომლობის დამყარების მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ მოაწერეს.

„თანამშრომლობის მემორანდუმის მთავარ მიზანს წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა უფლებების დაცვა, ამ მიმართულებით სასწავლო აქტივობების ჩატარება და სამართლებრივ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ შემუშავდება ადამიანის უფლებებზე, წამებასა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ერთობლივი ღონისძიებები. დაგეგმილია საინფორმაციო ხასიათის პანელური დისკუსიების, კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება.

ღონისძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე და დირექტორის თანაშემწე სალომე დუდუჩავა ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო