ბადრი ჯაფარიძე - ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის აშენება აფხაზეთში საომარი მოქმედებებისა და ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობაა

პარტია „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის აშენება რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთში საომარი მოქმედებებისა და ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობაა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ბაზა „რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების შესაფარებლად იქნება გამოყენებული“.

„გუშინ გაცხადდა რუსეთის ფედერაციის მორიგი მზაკვრული და აგრესიული ნაბიჯი, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა აშენდება. ყველა უნდა გვესმოდეს, რომ ეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში, აფხაზეთში საომარი მოქმედებებისა და ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობაა. ეს ბაზა რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების შესაფარებლად იქნება გამოყენებული, რომლებიც დღეს სევასტოპოლში და ნოვოროსისკის პორტებში დარტყმის ქვეშ იმყოფებიან. ეს გემები ფრთოსან რაკეტებს ატარებენ, რომლებსაც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ყოველდღიურად უშენენ. შესაბამისად, ეს გემები უკრაინის სამხედრო ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებს წარმოადგენენ. აფხაზეთში ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ ამ მცდელობას წინ აღუდგნენ, რამდენად ეს დიდ საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას და მთლიანად საქართველოს მოქალაქეებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თუ ვინმე უქმნის საფრთხეს მშვიდობას ამ რეგიონში, ეს რუსეთის ფედერაციაა, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მისი აგრესიული გეგმები.

ცხადია ამ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გადმოტანის პირდაპირი მცდელობაა, „ქართული ოცნების“ და მისი სპიკერების მხრიდან ერთი განცხადებაც არ გაგვიგია, რომლებიც ჩვენს უახლოეს მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს მუდმივად ესხმიან თავს, USAID-ს რაღაც გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ. ამ დროს ჩვენთვის საფრთხის შემცველი ასეთი ნაბიჯი იგეგმება, ამის თაობაზე ღიად ცხადდება და ვერ ვხედავთ ვერც ერთ ნაბიჯს, ვერც ერთ განცხადებას „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც რუსეთის ფედერაციის ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებას შეაჩერებს. რუსეთის ფედერაციის დღევანდელი უახლოესი პარტნიორი სამწუხაროდ „ქართული ოცნებაა“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024