გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების ცენტრი გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების ცენტრი (GRUNI SDG) გაიხსნა.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციით, გრუნიმ კვლევითი ცენტრი საერთაშორისო კომპანია Libra Alliance-თან ერთად დააფუძნა, რომელიც მდგრადობის მიმართულებით აკადემიურ კვლევებსა და მრავალფეროვან პროექტებს განახორციელებს, ამასთან, აქტიურად ითანამშრომლებს გაეროსა და სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან; სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს როგორც აკადემიურ, ისე სასერტიფიკატო კურსებს, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოწვეული სპეციალისტები გაუძღვებიან.

მათივე ცნობით, ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და კომპანია ლიბრა-ალიანსის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მედი მაჯიდიმ, რის შემდეგაც გაიმართა პანელური დისკუსია.

„დისკუსიას უძღვებოდა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: მარიტა არაბიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დირექტორი; მაია მელიქიძე - საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი; სალომე ზურაბიშვილი - გაეროს გლობალური ქსელის საქართველოს წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორი; ვახტანგ ცაგარელი - ფონდ ქართუს პროექტების მიმართულების ხელმძღვანელი.

ცენტრი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან ერთად საზოგადოებაში მდგრადი განვითარების საკითხების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა
დროის მენეჯმენტი