პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ, კედელზე წარწერის: „არა რუსულ ოცნებას“ გაკეთება სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს

პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ, კედელზე წარწერის: „არა რუსულ ოცნებას“ გაკეთება სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ სიტყვებს: „არა რუსულ ოცნებას“.

“წარწერა ყველაზე ნაკლები პრობლემაა იმასთან შედარებით, რაც დღეს პარლამენტის მიმდებარედ და შიგნით, საკანონმდებლო ორგანოში ხდება. მიმდინარეობს ჩვეულებრივი კონსტიტუციური გადატრიალება. როგორც აწყობთ, კონსტიტუციას ისე ატრიალებენ. კონსტიტუცია, პირველ რიგში, ხალხზე მორგებული უნდა იყოს და როდესაც ეს ასე არ არის და პირიქით, ქართველი ხალხის უფლებებს ზღუდავს და დემონსტრაციის თავისუფლებას გვიზღუდავენ. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის გვექნება რეაქცია და კიდევ უფრო რადიკალური რეაქციები“, - განაცხადა სტუდენტური მოძრაობა “ნაბიჯის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლუკა ჭოხონელიძემ.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტები პლენარული სხდომის პარალელურად პარლამენტის მიმდებარედ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის