ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის ქალაქ გრანადაში იმყოფება, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

სამიტის პლენარული სესია გახსნა ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა. მან ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა.

რიგით მესამე სამიტს 47 ევროპული ქვეყნის ლიდერი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები ესწრებიან.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება