გიორგი ვაშაძე გივი მიქანაძეს - ყველაფრის ჯარიმას ზრდით - თქვენთვის 5000 ლარი კაპიკებია? ხალხი უმძიმეს გაჭირვებაშია

ყველაფრის ჯარიმას ზრდით, ბატონო გივი. თქვენთვის 5000 ლარი კაპიკებია? ეს 5000 ლარი რომ მოგაქვთ ამ ადმინისტრაციულ კოდექსში - 1500 ლარი, 3000 ლარი, 5000 ლარი, ხალხი უმძიმეს გაჭირვებაშია, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი მიქანაძეს, სადაც მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, უმძიმეს გაჭირვებაში მყოფი ხალხისთვის ჯარიმების გაზრდა კიდე უფრო მძიმე იქნება.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის ეს ციფრები არაფერს წარმოადგენს.

“ჯარიმები, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ხელწერა გახდა. ტოტალური ზრდა ყველანაირი ჯარიმის: მანქანის პარკირების ჯარიმას ზრდით, ღერძულა ხაზის გადაკვეთას ზრდით, აქციას ზრდით, ყველაფრის ჯარიმას ზრდით. ბატონო გივი, რა მაინტერესებს იცით, თქვენთვის 5000 ლარი კაპიკებია? ეს 5000 ლარი რომ მოგაქვთ ამ ადმინისტრაციულ კოდექსში - 1500 ლარი, 3000 ლარი, 5000 ლარი, ხალხი უმძიმეს გაჭირვებაშია და საიდან მოგაქვთ ეს ციფრები, რომ არახუნებთ.

5000 ლარი რატომ? შემოსავალი გაეზარდა ხალხს თუ? ხელფასი რამდენია იცით? ქვეყანაში 400 000 მოქალაქე ცხოვრობს ისეთი, ვინც თვითდასაქმებით 157 ლარს გამოიმუშავებს. ჯარიმები ადამიანების შემოსავლების თანაზომად უნდა იყოს. ჯარიმა თუ ციხეზე უარესია, ის ჯარიმა კი არ არის, ოჯახის მკვლელობაა.

5000 ლარით რომ აჯარიმებ, ამას მთელი ქონების დაყადაღება და საბანკო ანგარიშების დახურვა მოჰყვება. სამწუხაროდ, რამდენია ასეთი, იმ კატასტროფულ შავ სიაში შეყვანილი ადამიანები.

ელემენტარულად, ესე ხომ არ არის, რომ მე მინდა დღეიდან 5000 ლარით დაგაჯარიმო? რომ ისვრით ამ ჯარიმებს, გეკითხებით რაზე გათვლით მოგაქვთ ეს თანხები. 5000 ლარს 3- და 6-თვიანი პატიმრობა ურჩევნია. „ქართული ოცნების” ელიტისთვის 5000 ლარი არაფერია, ჩარტერში მილიონებს იხდიან და 5000 ლარს ერთ ბოთლ ღვინოში იხდით ალბათ“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო