„საქართველოს ბანკი“ მობილბანკში მასშტაბურ „თამაშს“ იწყებს

„საქართველოს ბანკი“ 9 ოქტომბერს, მობილბანკში მასშტაბურ „თამაშს“ იწყებს, სადაც მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, მათ შორის ემიგრანტებსაც შეუძლიათ. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის პრესსამსახურის ცნობით, მობილბანკის ახალი „თამაში“ 12 კვირა გაგრძელდება. მონაწილეებს ორშაბათობით, აპლიკაციაში დავალებები დახვდებათ, მათ შესასრულებლად კი მთელი კვირა ექნებათ.

„საქართველოს ბანკი“, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებული ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების წახალისებაზე და მათ არაერთ სიახლეს სთავაზობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი 9 ოქტომბერს, მობილბანკში მასშტაბურ „თამაშს“ იწყებს, სადაც მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, მათ შორის ემიგრანტებსაც შეუძლიათ.

„საქართველოს ბანკის“ მობილბანკის ახალი „თამაში“ 12 კვირა გაგრძელდება. მონაწილეებს ორშაბათობით, აპლიკაციაში დავალებები დახვდებათ, მათ შესასრულებლად კი მთელი კვირა ექნებათ. თუკი, თამაშის მონაწილე კვირის ყველა დავალებას შეასრულებს, მონეტებს მიიღებს, რომელთა გამოყენებასაც მოგვიანებით, საჩუქრების მარკეტში შეძლებს. ასევე, შესაძლებელია დაგროვილი მონეტები შეინახოთ და ფინალურ ეტაპზე დახმარებებში გადაცვალოთ.

თამაშში მონაწილეობისთვის საჭიროა, „საქართველოს ბანკის“ მობილბანკის აპლიკაცია გქონდეთ. მასში ჩართვა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. შეგიძლიათ შექმნათ ორ - ან სამმოთამაშიანი გუნდი მეგობართან, ოჯახის წევრთან, ან სხვა ნებისმიერ პირთან ერთად.

„თამაში“ 9 ოქტომბერს დაიწყება და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, ფინალი კი 2024 წლის იანვარში გაიმართება. საპრიზო ფონდი 360 000 ლარია და პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს „საქართველოს ბანკისგან“ ფულადი პრიზები გადაეცემათ.

საპრიზო კატეგორიები ასე გამოიყურება:

დამოუკიდებელი მოთამაშეები: I ადგილი - 25 000 ლარი; II ადგილი - 15 000 ლარი; III ადგილი - 10 000 ლარი.

2 მოთამაშიანი გუნდი : I ადგილი - 55 000 ლარი (27 500 ლარი თითოეულ გუნდის წევრს); II ადგილი - 35 000 ლარი (17 500 ლარი თითოეულ გუნდის წევრს); III ადგილი - 25 000 ლარი (12 500 ლარი თითოეულ გუნდის წევრს)

3 მოთამაშიანი გუნდი : I ადგილი - 90 000 ლარი (30 000 ლარი თითოეულ გუნდის წევრს); II ადგილი - 60 000 ლარი (20 000 ლარი თითოეულ გუნდის წევრს); III ადგილი - 45 000 ლარი (15 000 ლარი თითოეულ გუნდის წევრს).

შეგახსენებთ, თამაშში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გქონდეთ „საქართველოს ბანკის“ მობილბანკის აპლიკაცია. მიჰყევი ბმულს, გადმოწერე „საქართველოს ბანკის“ მობილბანკი შენს ტელეფონში და მოემზადე თამაშისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი