პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ, კედელზე წარწერის - „რუსებო“ დაწერა პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად კვლავ სცადეს

პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ, კედელზე წარწერის - „რუსებო“ დაწერა პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად კვლავ სცადეს.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს აფრთხილებნენ, რომ “კანონი არ დაერღვიათ.”

აქციის მონაწილეები სკანდირებენ სიტყვებს: ”წადით”, “საქართველო”, “არა რუსულ ოცნებას!” “არა რუსულ კანონს!”.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტები პლენარული სხდომის პარალელურად პარლამენტის მიმდებარედ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები არ აპირებენ დაშლას, მანამ სანამ სამი მოსმენით პარლამენტი “შეკრების და მანიფესტაციის შესახებ” კანონში ცვლილებების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

მათი თქმით, თუ პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებას გაატარებს ისინი ფართომაშტაბიან აქციებს გამართავენ.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა