ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა.

უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი, მსოფლიო ბანკის პროგრამების ხელმძღვანელი აბდულაზიზ ფაგი, მენეჯერი ტრანსპორტის საკითხებში ევროპასა და ცენტრალურ აზიაში შომიკ რაჯ მეჰენდირატა და ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ამალი რაჯაპაქსა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მინისტრმა ბანკის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა მსოფლიო ბანკის პროგრამების ფარგლებში, მუნიციპალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების შესრულების პროგრესსა და შედეგებზე.

ბანკის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს მიმდინარე პროექტების შესრულების პროგრესი და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს რამდენიმე პროგრამას. პროგრამები მოიცავს, როგორც საგზაო, წყალმომარაგების და სხვა სახის ინფრასტრუქტურის, ისე ტურისტული ობიექტების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა