დავით უსუფაშვილი - "ქართულ ოცნებას" ყველა ტიპის ორიენტაცია აერია - პრემიერი მტრებად თვლის დასავლეთს, ევროპას, იქით იშვერს ხელს, რომ გვჩაგრავენ

"ქართულ ოცნებას" ყველა ტიპის ორიენტაცია აერია - პრემიერი მტრებად თვლის დასავლეთს, ევროპას, იქით იშვერს ხელს, რომ ისინი გვჩაგრავენ და ისინი გვეპყრობიან უსამართლოდ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ვითარებაში პრინციპული მოქმედებაა საჭირო, რათა "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დიდი ხნით უკან არ დახიოს.

“სრულიად აშკარა ხდება, რომ "ქართულ ოცნებას" ყველა ტიპის ორიენტაცია აერია: საგარეო პოლიტიკური, შიდა პოლიტიკური, საერთოდ რისთვის არის ხელისუფლებაში. პრემიერმა გვითხრა, რომ ევროპა ჩაგრავს და უსამართლოდ ეპყრობა საქართველოს და იმედი აქვს, საქართველოს გარე მტრებს მოუვლის და საქართველო წინ წავა. პრემიერი მტრებად თვლის დასავლეთს, ევროპას, იქით იშვერს ხელს, რომ ისინი გვჩაგრავენ, ისინი გვეპყრობიან უსამართლოდ და აპირებს მოსახლეობას თავი წარმოუჩინოს ევროპის მიერ ჩაგრულ პრემიერად და მთავრობად. დღევანდელ საქართველოში კიდევ აქვს ვინმეს კითხვა, ვინ არის მტერი და მოყვარე, ვინ ოკუპანტია და ვინ დაეხმარა ქვეყანას, რომ საბჭოთა კავშირისგან თავი დაეღწია, ვინ არ ანებებს რუსეთს, რომ ბოლომდე გაჯიჯგნოს ჩვენი ქვეყანა, ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში არის უდიდესი პრობლემა. ამ ვითარებაში გვმართებს სერიოზული და პრინციპული მოქმედება, "ქართულ ოცნებას" არ უნდა დავანებოთ, რომ საქართველო ბევრი წლით დახიონ უკან", - განაცხადა უსუფაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო