მერაბ ტურავა ირაკლი კობახიძეს - პრეზიდენტი უცხოური მედიის მიხედვით პროდასავლურ ლიდერად არის აღიარებული, ასეთი პიროვნების იმპიჩმენტის პროცედურა რაიმე ზიანის მომტანი ხომ არ იქნება საქართველოს ინტერესებისთვის ისტორიულ მომენტში, რომელშიც ვიმყოფებით?

როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ასეთი მიდგომებით ქვეყანას, რა თქმა უნდა, არაფერი ესაქმება ევროკავშირში და ჩვენი მხრიდან ამაზე რეაგირება იყო ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე, ქართული სახელმწიფოს წინაშე , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რითაც მოსამართლე მერაბ ტურავას კითხვას უპასუხა იმის შესახებ, რომ „პრეზიდენტი უცხოური მედიის მიხედვით პროდასავლურ ლიდერად არის აღიარებული, ასეთი პიროვნებისთვის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება-განხორციელება რაიმე ზიანის მომტანი ხომ არ იქნება ისევ საქართველოს ინტერესებისთვის იმ ეტაპზე და იმ ისტორიულ მომენტში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით“.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა არის როგორც ობიექტურად, ისე სუბიექტურად დაინტერესებული, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს აქვს საპირისპირო მიზანი.

„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ თუ ვინმეა პროდასავლური ამ ქვეყანაში, ეს არის პარლამენტი და მთავრობა, რომლებიც განსაზღვრავენ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და ახორციელებენ საგარეო პოლიტიკას. მოქმედი საპარლამენტო შემადგენლობა და მოქმედი მთავრობა იდგა იმ ინიციატივის სათავეში, რომლის საფუძველზეც 78-ე მუხლში გაიწერა ქვეყნის შესაბამისი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია. საქართველოს მთავრობა არის როგორც ობიექტურად, ისე სუბიექტურად დაინტერესებული, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და ეჭვს მიღმა ვარაუდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საპირისპირო მიზანი, რაც უტყუარად მტკიცდება მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში გაკეთებული განცხადებებით. მას რომ სურდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, პარლამენტში არ იტყოდა იმას, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს.

დაბოლოს, ეს არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი და პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე მსჯელობა უნდა მივანდოთ 150 პარლამენტარს, როგორც უმრავლესობას, ასევე ოპოზიციას. თქვენ იცით, რომ გადაყენების რეალური შანსი ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საჯაროდ და აქაც შემიძლია იგივე ვთქვა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას უხეშად არღვევდა სწორედ ოპოზიციის იმედით. თუმცა პარლამენტის საკითხია მისი პოლიტიკური მიზანშეწონილობის თემა.

ერთი პრიორიტეტული ამოცანაა პრეზიდენტის გადაყენება, ამას გვეუბნება პირდაპირ კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ამოცანა. პრეზიდენტმა რამდენჯერმე უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და განაცხადა, რომ შემდეგი წლის განმავლობაშიც აპირებს იგივე პრაქტიკით მოქმედებას და ამის რეაგირების გარეშე დატოვება ნიშნავს სწორედ ევროპული მიდგომების და ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრას იმიტომ, რომ თუ რაიმეზე დგას ევროპა ისტორიულად, ეს არის სწორედ სამართლის უზენაესობა, კონსტიტუციის უზენაესობა და როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ასეთი მიდგომებით ქვეყანას, რა თქმა უნდა, არაფერი ესაქმება ევროკავშირში და ჩვენი მხრიდან ამაზე რეაგირება იყო ჩვენი პასუხისმგებლობა ქართულის საზოგადოების წინაშე, ქართული სახელმწიფოს წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო