სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ, პარლამენტის წინ კარვები გაშალეს

სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ, კანონპროექტის მიღების შემდეგ პარლამენტის წინ კარვები გაშალეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი დამორჩილებას არ აპირებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი პროტესტი არის ახალი “რუსული კანონის” დაუმორჩილება.

პროტესტის მონაწილეები პარლამენტის წინ დარჩენას და ღამის გათენებას აპირებენ.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ცნობისთვის, შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ინიციატივით მომზადებული კანონის პროექტი - 74 ხმით 22-ის წინააღმდეგ მიიღეს. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სამივე მოსმენით ორი პლენარული დღის განმავლობაში განიხილა და მიიღო.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის