საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა რამაზ ხუროძე, ელგუჯა მეძმარიაშვილი და მიხეილ ჯანიკაშვილი გიორგი ნიკოლაძის მედლით, ხოლო სოლომონ პავლიაშვილი სტუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თავმჯდომარეობით აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, აკადემიური საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხორიძე, გენერალ-მაიორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრები.

სტუ-ის რექტორმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მიღწევებისთვის, ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული დიდი წვლილისთვის, სტუ-ის რექტორი 1994-2007 წლებში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი, რამაზ ხუროძე, ასევე: ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენების კავალერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, აკადემიკოს-მდივანი, სტუ-ის პროფესორი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენების კავალერი, სტუ-ის პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედლით, ხოლო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი სოლომონ პავლიაშვილი „ოქროს მედლით“ დააჯილდოვა. სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსს დავით კუჭაიძეს საპატიო დიპლომით გადაეცა.

სტუ-ის ინფორმაციით, დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, კოლეგებს მხარდაჭერისა და უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

„დღეს დაჯილდოებულ მეცნიერთაგან თითოეული არის ჩვენი უნივერსიტეტის შვილი. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ურთულეს პერიოდში, გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა გაჭირვებამ მოიცვა ყველა სფერო, განსაკუთრებით მეცნიერები დაზარალდნენ. სწორედ ამ დროს, როინ მეტრეველის, იმჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმჟამინდელი რექტორის, რამაზ ხუროძის დამსახურებაა ის, რომ ორი უნივერსიტეტის განსაკუთრებული მეგობრობის ფონზე, ბევრი სახელოვანი ადამიანი გადარჩა ფიზიკურად და მიუხედავად სიძნელეებისა, მათ აღზარდეს ნიჭიერი თაობები, რომელთაც თავის მხრივ, აღმზრდელები და საქართველო ასახელეს - მადლობა მათ ამისთვის. დღეს სხვაგვარი მოცემულობაა და კიდევ უფრო თვალნათლივ ჩანს ბატონი როინის, ბატონი რამაზის და სრულიად საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის ღირსეული წევრების საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გვერდში დგომა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მეცნიერების აღლუმი, გამარჯვებისა და წინსვლის გზაზე სიარული, რაშიც აკადემიას დიდი წვლილი მიუძღვის. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ ამისთვის. დღეს ჩვენ ასევე დავაჯილდოვეთ ბატონი სოლომონ პავლიაშვილი, ბატონი ელგუჯა მეძმარიაშვილი, მიხეილ ჯანიკაშვილი, ადამიანები, რომელთაც საქართველოს მომავალი თაობის აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანეს - მადლობა მათ. მომავალი თაობა სწორედ ასეთი ადამიანების ცხოვრების მაგალითზე იზრდებიან და სწორედ ისინი, ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი მოწაფეები, ჩვენი სტუდენტები ასახელებენ საქართველოს და ალმა მატერს. ასევე, დიდი მადლობა მათ, ამ ნიჭიერ თაობას, წინსვლა და ბევრი გამარჯვება მისურვებია“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადეს როინ მეტრეველმა, რამაზ ხუროძემ, ელგუჯა მეძმარიაშვილმა, სოლომონ პავლიაშვილმა, მიხეილ ჯანიკაშვილმა. გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესო უმაღლესი საინჟინრო სკოლა და ამ უნივერსიტეტში გატარებული თითოეული დღეს მათთვის დიდი ბედნიერების მომტანია.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა