მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2023-ის გამარჯვებული ცნობილია

წელს საკუთარი საქმის სიყვარულის, განსაკუთრებული მიდგომისა და ბავშვებისათვის ცოდნის საინტერესო გზით გაზიარებისათვის ჯილდო ნინო ფსუტურს გადაეცა. ღონისძიების რიგით მეშვიდე გამარჯვებული გორის მერვე საჯარო სკოლის მასწავლებელი გახდა. გამარჯვებულს გენერალურმა სპონსორმა „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 15 000 ლარი გადასცა, ხოლო თითოეული ფინალისტი ლიბერთი ბანკმა 5000 ლარით დააჯილდოვა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორი წელსაც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი და ოქროს სპონსორი ტრადიციულად ლიბერთი ბანკი გახლდათ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო