გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეული რეჟიმით აღდგება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ოქტომბერს 11:00-იდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, ჯიღაურა, ბიწმენდი, წინამძღვრიანთკარი და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აბონენტებს შეეზღუდება. ასევე, 11:00-იდან 12:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭოპორტი, დავათი, წითურები, ქერიაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, სეთურნი, ქვეშეთი და მიმდებარე სოფლებში; 14:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ზაჰესში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეული რეჟიმით აღდგება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის