ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ ლიდერებთან ერთად თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით „მულტილატერალიზმი უსაფრთხოებისა და გეოსტრატეგიული საკითხების ჩათვლით“.

თემატური დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის თავმჯდომარეობით გაიმართა. ლიდერებმა რეგიონალურ გამოწვევებზე, კონფლიქტებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ პროცესში ერთობლივი ძალისხმევის, ერთობის შენარჩუნება და გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ჯოზეფ ბორელი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი - ნიკოლ ფაშინიანი, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი - ალენ ბერსე, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი - ნიკოს ხრისტოდულიდისი, ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტი - გიტანას ნაუსედა, ლუქსემბურგის დიდი საჰერზოგოს პრემიერ-მინისტრი - ქსავიე ბეტელი, ირლანდიის პრემიერ-მინისტრი - ლეო ვარადკარი, ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი - ევიკა სილინია და სხვა ლიდერები.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო