ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების და წლის ბოლოს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა როგორც რეგიონალურ, ისე გლობალურ კონტექსტში.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი კვლავ გრძელდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო რეკომენდაციების შესრულების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან და კვლავაც აგრძელებს აღნიშნულ თანამშრომლობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და მისი ძალისხმევა 12 პრიორიტეტის განსახორციელებლად სამართლიანად იქნება აღიარებული. შესაბამისად, საქართველო წლის ბოლოს კომისიის მხრიდან სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლების პოლიტიკურ ელიტას პოლიტიკური კომპასი აერია და შეუქცევადად მცდარი დასკვნების სამყაროში შევიდა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ტურბომიკრონ G - დაივიწყეთ ვენური პრობლემები
თბილისში „ბარამბოს“ სანაყინე ჯიხურები გაიხსნა
გაიაქტიურე სილქნეტის 90-დღიანი პაკეტები მთელი ზაფხულისთვის
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი