ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილე ლიდერების საპატივცემულოდ გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილე ლიდერებთან ერთად ქალაქ გრანადაში ალამბრას ისტორიულ ციხე-სიმაგრეს ეწვია.

ლიდერებს ესპანეთის სამეფოს მეფემ ფილიპე VI-მ და დედოფალმა უმასპინძლეს.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს, რის შემდეგაც მათ საპატივცემულოდ ოფიციალური სადილი გაიმართა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს