DRG სისტემა, წლის ბოლომდე, მშობიარობასა და ახალშობილის მკურნალობაზეც ამოქმედდება, ხოლო შემდეგ ეტაპზე დამწვრობის გარდა ყველა სამედიცინო მომსახურებას მოიცავს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის ინფორმაციით, წლის ბოლომდე DRG სისტემა მშობიარობასა და ახალშობილის მკურნალობაზეც ამოქმედდება, ხოლო შემდეგ, ეტაპობრივად, ყველა სამედიცინო მომსახურებას მოიცავს დამწვრობის გარდა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მსოფლიოშიც ნაკლებად არის პრაქტიკა, როდესაც DRG სისტემა დამწვრობას მოიცავს.

„ამ ეტაპზე ტექნიკურად გამზადებული გვაქვს ის სერვისები, რომელიც დამატებით მოექცევა „დიარჯი“ სისტემაში. ტექნიკურ და იურიდიულ საკითხებს გავდივართ. როგორც განვაცხადეთ DRG სისტემა მშობიარობასა და ახალშობილის მკურნალობაზეც გავრცელდება.

საყოველთაო ჯანდაცვით დაფინანსებული ყველა სერვისი DRG სისტემაში მოექცევა გარდა დამწვრობისა, რომელიც ჯერ კიდევ DRG-ის გარეთ რჩება.

მსოფლიოშიც ნაკლებად არის მსგავსი პრაქტიკა, როდესაც დამწვრობა DRG სისტემის ფარგლებში მოექცევა“,- აღნიშნა ღუდუშაურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო