ვახტანგ გომელაურმა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან - გიორგი ბუთხუზთან ერთად, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას ეკონომიკის და ლოჯისტიკის დეპარტამენტების დირექტორები, ასევე, დაცვის პოლიციის თავმჯდომარე და სსიპ „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის“, მომსახურების სააგენტოს და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსები იღებდნენ.

ვახტანგ გომელაურს და გიორგი ბუთხუზს დანაყოფების ხელმძღვანელებმა კვარტალური ანგარიში წარუდგინეს.

სამუშაო თათბირზე განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის საკითხი განიხილეს.

ასევე, აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს, რაც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე, ტექნიკის, აღჭურვილობისა და ავტოპარკის განახლებას გულისხმობს.

საუბარი შეეხო სამინისტროსთვის ბიუჯეტის ზრდის ტენდენციას. შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთი შეხვედრა მოადგილესთან, იოსებ ჭელიძესთან ერთად გამართა. შეხვედრას დაესწრნენ განსაკუთრებულ დავალებათა, ობიექტების დაცვის და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტების დირექტორები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.

მიმდინარე თათბირზე საუბარი შეეხო დეპარტამენტებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ახალი ბაზების მშენებლობას და თანამშრომელთა გადაიარაღების პროცესს, საგანგებო და სამაშველო ძალების გაძლიერების მიმართულებას.

შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა დამსწრე პირებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და შესაბამისი დავალებები მისცა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს