ევროკავშირის ელჩი - ცნობები ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ უკიდურესად შემაშფოთებელია

ცნობები ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ, რა თქმა უნდა, ­უკიდურესად შემაშფოთებელია, ეს იქნება რუსეთის მიერ 2008 წლის 6-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების აშკარა დარღვევა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ნება მომეცით, გავიმეორო ევროკავშირის პოზიცია: ჩვენს მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ცნობები ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია, ეს იქნება რუსეთის მიერ 2008 წლის 6-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების აშკარა დარღვევა, ცხადია, მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა“, - აღნიშნა ელჩმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო