იაგო ხვიჩია - იმპიჩმენტი პარლამენტში დამოკიდებულია იმაზე, „ქოცები“ რამდენს გადაიხდიან - ვუყურე კობახიძის შემაჯამებელ სიტყვას სასამართლო პროცესზე და მომეჩვენა, რომ მონდომებული არ არიან, ბევრი ფული გადაიხადონ

იმპიჩმენტი პარლამენტში დამოკიდებულია იმაზე, „ქოცები“ რამდენს გადაიხდიან, მაგრამ მე ვუყურე კობახიძის შემაჯამებელ სიტყვას სასამართლო პროცესზე და მომეჩვენა, რომ მონდომებული არ არიან, ბევრი ფული გადაიხადონ,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, იქნება ისეთი, როგორიც ხელისუფლებას უნდა, ხოლო მათ სურთ პრეზიდენტზე ისაუბრონ, როგორც კონსტიტუციის დამრღვევზე.

„მე მჯერა ჩემი კოლეგების, რომ საჯაროდ არ გადახტებიან [„ქართულ ოცნებაში“] და იმპიჩმენტი არ შედგება. ეს დისკუსია იმხელა დონეზე აიწია, რომ ჩემი ნებისმიერი კოლეგისთვის უხერხული იქნება იაფად „გაყიდვა“, „ქოცები“ კიდევ ძალიან ძვირს არ გადაიხდიან. საკმაოდ რთული იქნება ამხელა ყურადღების და ბულინგის ფონზე 12 დეპუტატი გადახტეს მათკენ, თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ, ეს დამოკიდებულია იმაზე, "ქოცები" რამდენს გადაიხდიან, მაგრამ მე ვუყურე კობახიძის შემაჯამებელ სიტყვას გუშინ სასამართლო პროცესზე და მომეჩვენა, რომ მონდომებული არ არიან ბევრი ფული გადაიხადონ, შეიძლება ასეც ურჩევნიათ საქმის შენარჩუნება”, - განაცხადა ხვიჩიამ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის