პაველ ჰერჩინსკი - ვხედავთ დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივების გავრცელების მნიშვნელოვან ზრდას, რომელსაც, ზოგჯერ, ზოგიერთი აქტორიც ამრავლებს

ვხედავთ დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივების გავრცელების ზრდას და მე ნამდვილად გაოცებული ვარ საქართველოს მოსახლეობით, რომელიც მედეგობას იჩენს ამგვარი დეზინფორმაციის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელებას ზოგიერთი ქართველი პოლიტიკური აქტორიც უწყობს ხელს, ევროკავშირის მიმართ ქართველი ხალხის ნდობა მაღალია.

„საზოგადოებრივი გამოკითხვა ადასტურებს ძალიან მაღალ ნდობას ევროკავშირის მიმართ და მიუხედავად ამ ძალზე ძლიერი დეზინფორმაციისა, რომელსაც ზოგჯერ, სამწუხაროდ, ზოგიერთი აქტორიც ამრავლებს, საქართველოს მოსახლეობა პროევროპულია და მიუხედავად ამ პროპაგანდისა, ქართველებს ესმით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მათ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიაა“, - აღნიშნა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო