გენერალურ პროკურატურაში, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ერთწლიანი სასწავლო პროგრამის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე, ერთწლიანი სასწავლო პროგრამის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, ღონისძიება გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა და სასწავლო პროგრამის მონაწილეებს და ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

მათივე ცნობით, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე სასწავლო პროგრამის შედეგად მიღებული ცოდნა მნიშვნელოვანია კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

„დღეს წარმატებით დასრულდა ერთ წლიანი გაძლიერებული სასწავლო კურსი,რომელიც ყველა მონაწილემ სხვადასხვა უწყებიდან წარმატებით გაიარა. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ გვყავს 17 კიბერ ანალიტიკოსი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ კიბერ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და ზოგადად ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების, ექსპერტიზის და ანალიზის მიმართულებით, რაც დღევანდელ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესია.“-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გენერალურმა პროკურორმა, ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისათვის და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის. ასევე ირაკლი შოთაძემ აღნიშნა,რომ საქართველოში დღეს კიბერ ლაბორატორიის არსებობა სწორედ აშშ-ის საელჩოს დამსახურებაა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა აშშ-ს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს, საელჩოს, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს ის რომ ეს კურსი ჩატარებულიყო და მათი საუკეთესო სპეციალისტი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის კიბერ ლაბორატორიის ხელმძღვანელი ოვი კეროლი მოავლინეს საქართველოში და მან მართლაც, ის მოწინავე ცოდნა, საუკეთესო პრაქტიკა და საუკეთესო უნარ ჩვევები, რაც ჩვენს მეგობარ აშშ-ს გააჩნია გადასცა ტრენინგის მონაწილეებს“,- განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოვენსი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი პირები, გენერალური პროკურორის მოადგილეები, აშშ-ის საელჩოს და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები.

„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ალან პერსელის განცხადებით, აშშ-ის საელჩო გააგრძელებს ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობას , რათა გაძლიერდეს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობა, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყნებს. ალან პერსელმა ყველა კურსდამთავრებულს სასწავლო პროგრამის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიების დასასრულს,ტრენინგის მონაწილეებს Windows-ის ციფრული მტკიცებულებების გამომძიებელი ანალიტიკოსის (Windows Digital Forensic Investigative Analyst) სერტიფიკატები გადაეცათ.

ტრენინგში საქართველოს პროკურატურის პროკურორებთან და გამომძიებლებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ციფრული მმართველობის სააგენტოს და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით და სახელმწიფო დეპარტამენტის INL პროგრამის დაფინანსებით, ასევე გლობალური კიბერ ექსპერტიზის მრჩევლის (GCFA)/საერთაშორისო კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების იურისტი მრჩევლის (ICHIP) პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. სასწავლო კურსს იუსტიციის დეპარტამენტის კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების განყოფილების კიბერდანაშაულის ლაბორატორიის დირექტორი, ოვი კეროლი უძღვებოდა.

კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების შესახებ გამომძიებლების და პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და შესაბამისად, კიბერდანაშაულის თემაზე სასწავლო აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო