სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა ენერგეტიკულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, სალომე ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკულ ფორუმში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერითა და NARUC-ის ორგანიზებით, შრი-ლანკის ენერგეტიკულ პროგრამასთან კოორდინირებით, 3-5 ოქტომბერს, კოლომბოში გაიმართა.

სემეკის ინფორმაციით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, სალომე ჯანელიძემ შრი-ლანკის კომუნალური მომსახურებების კომისიისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნო ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმირების საუკეთესო პრაქტიკა და საქართველოს გამოცდილება.

მათივე ცნობით, ფორუმის ფარგლებში წარდგენილი პრეზენტაციები შეეხებოდა ენერგეტიკული საწარმოების საქმიანობების განცალკევებას, ენერგეტიკული ბაზრების განვითარებასა და მარეგულირებელი კომისიის როლს ახალ ენერგეტიკულ ბაზრებზე.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს