ანა ბუჩუკური - გგონიათ, „ქართულ ოცნებას“ და „ნაცებს“ ერთმანეთში სავაჭრო ცოტა აქვთ?! დამერწმუნეთ „ნაცებს“ და „ოცნებას“ ბიზნესინტერესებიც ძალიან ბევრი აქვთ საერთო

თქვენ გგონიათ, სავაჭრო ცოტა აქვთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაცებს“ ერთმანეთში?! დამერწმუნეთ „ნაცებს“ და „ოცნებას“ ბიზნესინტერესებიც ძალიან ბევრი აქვთ საერთო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ამასთან, ბუჩუკური არც იმას გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზეც ვაჭრობდეს.

„ცოტა გამკვირვებია, როცა ამ კითხვას (თუ რაზე დაყრდნობით საუბრობს ამაზე) სვამთ, მე ვიყავი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რომ მხარდაჭერა გამოუცხადეს მათ, ვინც აწყობდა ქართულ ოცნებას და მურუსიძეს?! ბევრი ფაქტი შეიძლება გაიხსენოთ, სადაც „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება” ერთმანეთს ასულდგმულებს და ეხმარება. „ნაცებსა“ და „ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ჩვენი გუნდი აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალოს. დაგველოდეთ. ისტორიულ პროცესს ვადევნებთ ახლა თვალს და მნიშვნელოვანია მკაფიოდ დაფიქსირდეს დეპუტატების წინააღმდეგობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიმართ. ლოგიკურია, რომ ჩვენი გუნდის წარმომადგენლები წითელ ღილაკს დააჭერს”, - განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო